თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ნოვრუზ ბაირამი მარნეულში საზეიმოდ აღინიშნა
22 მარ 2019
 

21 მარტს .მარნეულში ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაული - ნოვრუზ ბაირამი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. ააიპ თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლამ და კოდის სათემო განათლების ცენტრმა დღესასწაულთან დაკავშირებით, საგამოფენო კუთხეები მოაწყო და ტრადიციული რეწვის და ხელოვნების სხვა ნიმუშები წარმოადგინა. ღონისძიებაში ჩართული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში მცხოვრები მოსახლეობაც, ადგილობივებმა ხელნაკეთი ნივთები და ტრადიციული ტკბილეული წარმოადგინეს.

ეთნიკურ აზერბაიჯანელ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, დიპლომატიური კორპუსის და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.

მამუკა ბახტაძემ თეთრიწყაროს საგამოფენო კუთხე დაათვალიერა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გაესაუბრა. ნოვრუზი აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4645
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2639
ივნ 27 პარ 2025
2516
აგვ 12 სამ 2025
2748
ივლ 01 ორშ 2024
5500
იან 14 კვ 2024
5495
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
802