თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერები ეკონომიკური ზრდისთვის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა მსოფლიო ბანკმა დადებითად შეაფასა
20 დეკ 2018
 

  თეთიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შემუშავებული, 2019-2020 წლების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა მსოფლიო ბანკმა დადებითად შეაფასა და ნოემბრის თვეში ქ. კიევში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამართულ, მაღალი დონის ორდღიან კონფერენციაზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას სპეციალური სამახსოვრო ჯილდო გადაეცა. 

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ახალ ინიციატივას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წლის იანვარში და ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2018 წლის 16 მაისიდან შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ და შეზღუდულ პერიოდში შემუშავდა 2019-2020 წლების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით. გეგმა მუნიციპალიტეტის განვითარების სხვა სტრატეგიებისაგან განსხვავებით, არ არის ყოვლისმომცველი, იგი ვიწროდ ფოკუსირდება კერძო სექტორის განვითარებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას ზრდა, განვითარება და დასაქმება.

გეგმის თანახმად, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მომავალი 2 წლის განმავლობაში მთავარ პრიორიტეტებად განისაზღვრა:

1) ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერა 

2) ბიზნესსექტორის განვითარების მხარდაჭერა 

3) ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია

ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს არსებული გამოწვევების დაძლევის და სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების ახალ შესაძლებლობას, ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარების პროცესს და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაზრდას მმართველობითი პროცესები გახდეს უფრო გამჭვირვალე, ინკლუზიური და ბიზნესისადმი მეგობრული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4448
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2948
ივლ 02 ოთხ 2025
5399
ივნ 27 პარ 2025
5227
აგვ 12 სამ 2025
5767
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917