თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოების განხილვა
12 სექ 2018
 

  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტისფარგლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შიდასამეურნეო ქსელის მოწესრიგების მიზნით დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების განსახილველად, 12 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ქორიძეს რეგიონალური ექსპერტთან გევორგ მიჩიკიანთან ერთად, ამავე პროექტის წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ქაჯაია და წარმომადგენლები: თამაზ კერესელიძე და ლადო შონია შეხვდნენ.

მიმდინარე წელსირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტისფარგლებში, დასრულდა ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის ძირითადი/მაგისტრალური სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, ხოლო ამჟამად იგეგმება შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოების განხორციელება, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის 20 სოფელს: ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი, ასურეთი, ბორბალო, ღოუბანი, ვაშლოვანი, ერტისი, მუხათი, კოდა, ძველი მარაბდა, ახალი მარაბდა, ქოთიში, ხაიში, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი და ქოსალარი.

 წყალმომხმარებელთა ჯგუფის წევრებმა დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსაც. პროექტის ფარგლებში შექმნილი ტექნიკური ჯგუფი კონსულტაციას გაუწევს საირიგაციო სისტემის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული სოფლების წყალმომხმარებლებს. მოსახლეობის ინფორმირების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამომავლოდ დაგეგმილია შეხვედრები მუნიციპალიტეტის ზემოაღნიშნულ დასახლებებში. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: შპს საქართველოს მელიორაციის ქვემო ქართლის რეგიონალური დირექტორი დავით კიკოლაშვილი და მოადგილე ნოდარ ბიჭიაშვილი, მერიის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ვალერიან სუხიტაშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4249
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1372
იან 14 კვ 2024
1907
იან 07 შბ 2023
4237
ოქტ 24 ორშ 2022
3689
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები