თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ გრძელდება
25 სექ 2018
 

  2018 წლის სექტემბრიდან კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი განაგრძობს პროექტსადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივამე-6 ფაზის განხორციელებას. პროგრამა ინიცირებულია და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიების მიერ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა და მოისმინა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში 2012-2018 წლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ საქმიანობების შესახებ.

პროექტის მიზანია, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე თემების განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტის მოქმედების არეალი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 14 სოფელს მოიცავს. დაგეგმილი საქმიანობები ითვალისწინებს სოციალური ჯგუფების მდგრადი ფორმების განვითარებას, სოფლის ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას, მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3502
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1372
იან 14 კვ 2024
1907
იან 07 შბ 2023
4237
ოქტ 24 ორშ 2022
3689
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები