თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დიდგორობა 2018
12 აგვ 2018
 

   2018 წლის 12 აგვისტოს დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 897- წლისთავი დიდგორის ველზე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია,თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მეტრეველი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ცერემონია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31- ბატალიონის უფროს ლეიტენანტს ალუდა ჩიქოვანსა და კაპრალ რევაზ ყოლბაიას უწყებრივი მედლები დიდგორის ჯვარი პირადად გადასცა.

2018 წელსაც დიდგორობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე აღინიშნა. დღე დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4475
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1378
იან 14 კვ 2024
1909
იან 07 შბ 2023
4238
ოქტ 24 ორშ 2022
3691
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები