თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კალიგრაფიის კონკურსის დასკვნითი ტური თეთრიწყაროში გაიმართება
01 მაი 2018
 

  1 მაისს .თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში, ქვემო ქართლის რეგიონალური კონკურსის ,,კალიგრაფიის მარგალიტებიფარგლებში, ჩატარდა დასკვნითი ტურის წინა საინფორმაციო შეხვედრა/მასტერკლასი. კონკურსში აქტიურად იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ კონკურსის დასკვნით ეტაპზე, რომელიც .თეთრიწყაროში გაიმართება, მუნიციპალიტეტს წარმოადგენს .თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის 4 მოსწავლე.

   პროექტის მიზანია, კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთათვის ტრადიციული ქართული კალიგრაფიის გაცნობა, ქართული კალიგრაფიის და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება; ეროვნული უმცირესობების ქართულ დამწერლობასთან, ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა. ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების კონკურენტულ პირობებში წარმოჩენა და განვითარება;

  კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს სამივე ტურის შედეგების გათვალისწინებით. სამივე საკონკურსო ჯგუფიდან გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან I, II და III ადგილებზე გასული კონკურსანტები. პროექტის ორგანიზატორია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და რუსთავის სკოლალაზარე“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5505
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918