თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში სასმელი წყლის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განიხილეს
02 მაი 2018
 

  2 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, არასამთავრობო ორგანიზაციის CENN პროექტებისწყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელადდასაქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივისფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაცია CENN -ის წარმომადგენლებმა მარიკო წიქარიძემ და ვახო ქოჩორაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტების მიზნები და განიხილეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთსა და სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლებში და საბავშვო ბაღებში სასმელი წყლის სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, WASH ტექნიკური შეფასების ანგარიში.

   შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა ორივე სოფელში სასმელ წყალთან დაკავშირებული პრიორიტეტული საჭიროებები და თანამონაწილეობრივი მიდგომის გზით, ჩამოყალიბდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის WASH საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შედიან ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.

  პროექტის მიზანია, სასმელ წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WASH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით, სოციალურად დაუცველი, მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

   შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილეები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული და ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელები, ორგანიზაცია RDFG-ის წარმომადგენლები ააიპთეთრიწყარო წყალი“, ააიპსაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, ააიპსკოლამდელი აღზრდის ცენტრი“- დირექტორები, გოლთეთის და წინწყაროს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5312
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918