თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა,
01 თებ 2023
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, მოადგილესთან, დევი დევიძესთან და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან, ჯემალ წურწუმიასთან ერთად უძღვებოდა, მოისმინეს წარმომადგენლების მიერ შეთავაზებული წინადადებები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ და იმსჯელეს მოსახლეობასთან დაგეგმილ შეხვედრების გეგმა-გრაფიკზე.
შეხვედრა, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ტერიტორიული რეზერვის შესახებ, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაგრძელდა. მე-20 ტერიტორიული თავდაცვის მე-4 ბრიგადის, 204-ე ტერიტორიული ბატალიონის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა მირზა ბეჟანიძემ, ტერიტორიული რეზერვის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მიაწოდა. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18 - დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 4218 ლარს შეადგენს.
წლის განმავლობაში ინტენსიური საბრძოლო მომზადება მოიცავს 45 დღემდე პერიოდს, რაც თანაბრად განაწილდება 12 თვეზე. აღნიშნული მომზადების კურსის მთავარი ამოცანა რეზერვისტისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ ინდივიდულაური სამედიცინო მომსახურებით, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
მსურველებს შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია
onlinebct.mod.gov.ge
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3332
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
969
იან 14 კვ 2024
1609
იან 07 შბ 2023
3858
ოქტ 24 ორშ 2022
3457
 

2024 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
 
სიახლეები