თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

ქალაქ ბორჯომში UNDP პროგრამის „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის „ადგილობრივი, საჯარო და სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა მოეწყო.
30 იან 2023
 
შეხვედრას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრნენ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების, სექტორთშორისი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.
პროექტს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს და ის თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.
 
მნახველთა რაოდენობა: 4584
 
სიახლეები
 
2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

Loading...