თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გაიმართა
20 იან 2023
 

გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გაიმართა.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ქალაქ რუსთავის, გარდაბნის, დმანისის, მარნეულის, ბოლნისის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიმდინარეობისას დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ თემაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორისაა 2023 წელს განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები:

  • რეგიონის მასშტაბით ცენტრალური მოედნების რეაბილიტაციის საკითხი;
  • სარწყავი სისტემების მოწყობისა და გაზიფიცირების საკითხი;
  • ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის შექმნის საკითხი.

შეხვედრას, მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი შინჯიკაშვილი, ნიკა კობახიძე, ილია ჯალაღანია და კახა კობერიძე ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4678
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...