თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში ,,წიგნის ბუდე" მოეწყო.
17 დეკ 2022
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის პროექტის „სკვერის ბიბლიოთეკები რეგიონებში“ ფარგლებში, „წიგნის ბუდე“ მოეწყო.
ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია „წიგნის ბუდიდან“ სასურველი წიგნის ადგილზე წაკითხვა ან სახლში წაღება. წაკითხული წიგნი მკითხველმა ისევ „ბუდეში“ უნდა დააბრუნოს ან სხვა წიგნით ჩაანაცვლოს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „პროკრედიტ ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
"სკვერის ბიბლიოთეკის" გახსნას, მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, მერის მოადგილე, დევი მუხაშავრია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე და ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5002
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...