თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მაცხოვრის შობა
07 იან 2023
 

დღეს, მართმადიდებლური ეკლესია უდიდეს დღესასწაულს, მაცხოვრის შობას ზეიმობს.

მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში, ღამისთევის ლოცვა ჩატარდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მანგლისის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო, ქალაქ თეთრიწყაროში კი ტრადიციულ ,,ალილოს" მსვლელობას შეუერთდა და საშობაო ნობათი გადასცა.

,,შობის დღესასწაული , როგორც ჩვენი დიდი მამა, უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე ბრძანებს - ,,ეს არის დღე, ცისა და მიწის შემოქმედის დაბადების, უფალთან კაცობრიობის დიდი შერიგების, დღე, დიდი სიხარულის დასაწყისისა".

გილოცავთ მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, დაე შევძლოთ და გავუღოთ ჩვენი სახლისა და გულის კარი, რათა ჩვენს გულებშიც იშვას ყრმა მესია!"
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3697
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
803
იან 14 კვ 2024
1460
იან 07 შბ 2023
3698
ოქტ 24 ორშ 2022
3340
ოქტ 07 პარ 2022
3727
 

2024 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები