თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
05 იან 2023
 

ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. სახალწლო პროგრამის ფარგლებში, ადგილზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდათ.

ბავშვებისთვის მოწყობილი იყო სპეციალური გასართობი სივრცეები, ღონისძიებაზე მოსული სტუმრების განწყობაზე, ანიმატორები ზრუნავდნენ. თოვლის ბაბუამ საჩუქრები დაარიგა. მოეწყო მოსიარულე ორკესტრის შოუ;

შობა-ახალი წელი მოსახლეობას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა და უხუცესთა ანსამბლ - ,,დიდგორმა" მიულოცა.

მაყურებელთა წინაშე წარსდგა ჯგუფი ,,გაგაფრანი"

გალა კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ შობა-ახალ წელს!

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3390
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1185
იან 14 კვ 2024
1753
იან 07 შბ 2023
4079
ოქტ 24 ორშ 2022
3562
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები