თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიქეტის მშენებლობის შესახებ
21 დეკ 2020
 

“ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიქეტის მშენებლობის შესახებ, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ პროექტის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა გაიმართა.

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკები - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29289 ).

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6379
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3040
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები