თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
24 სექ 2020
 

ქალაქ თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია, შენობის ინტერიერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. შენობაში უკვე შეიცვალა ამორტიზებული ხის კარ-ფანჯრები, გადაიხურა სახურავი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერიერის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში მოეწყობა შესაბამისი სტანდარტების, თანამედროვე საგამოფენო სივრცე.

პროექტი ხორციელდება, ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროექტის - „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, საგრანტო კონკურსის შედეგად მიღებული გრანტით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით.

თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია 11 ათასამდე ექსპონატი, მათ შორის, გვიანი ქვის ხანის (ძვ.წ.აღ VII-IV სს) არქეოლოგიური მასალა, ასევე, ეთნოგრაფიული, ისტორიული მასალები, ნუმიზმატიკური კოლექციები, ხელოვანთა ნამუშევრები და ა.შ.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მიმდინარე სამუშაოებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და ააიპ „კულტურისა და სპორტის ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ყაზახაშვილი ადგილზე გაეცნენ.

 პროექტის საერთო ბიუჯეტია 256,442 ლარი. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული 2018-2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე სოციალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ასეთ პროექტს წარმოადგენს ქალაქ თეთრიწყაროში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4580
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1701
ივლ 02 ოთხ 2025
4030
ივნ 27 პარ 2025
3943
აგვ 12 სამ 2025
4239
ივლ 01 ორშ 2024
6872
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    იან 00
    1701