თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დაბა მანგლისის გაზიფიცირება აქტიურად მიმდინარეობს
15 სექ 2020
 

დაბა მანგლისში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება  აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, პროექტის მიხედვით აშენდება 34 150 გრძივი მეტრის მკვებავი და მოეწყობა 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენის ქსელი. მანგლისში მცხოვრებ 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი აირით. სამუშაოების სახელშეკრულებო  ღირებულება 11 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წლების განმავლობაში ბუნებრივი აირის არ არსებობა წარმოადგენდა. ბუნებრივი აირით მომარაგება ხელს შეუწყობს დაბა მანგლისის როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებასა და აქტიურ ტურისტულ ზონად გადაქცევას. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2021 წლის 10 მაისს.

მიმდინარე სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან ზვიად ჭუნაშვილთან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ქორიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3157
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1185
იან 14 კვ 2024
1753
იან 07 შბ 2023
4080
ოქტ 24 ორშ 2022
3562
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები