თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ფარცხისში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
28 აგვ 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხისში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღის  მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის 19 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 055 527 ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით 1370 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა, ეზოს დარჩენილი ნაწილი კი გამოყენებული იქნება გასართობი მოედნების, ატრაქციონებისა და სარეკრეაციო ზონის მოსაწყობად.აღსანიშნავია, რომ შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.

ახალი საბავშვო ბაღისთვის გათვალისწინებულია: საძინებელი და სათამაშო ოთახების, გასახდელების, ბუფეტის, საკუჭნაო ოთახის, დარბაზის, პროდუქტების შესანახი ოთახის, ექიმის, ადმინისტრაციის, ჭურჭლის სარეცხი ოთახის, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბის და ასევე საქვაბე ოთახის მოწყობა.

პროექტი ითვალისწინებს საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას, გათვალისწინებულია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების (. სოკოს) მოწყობა. პროექტი ასევე მოიცავს შენობის საინჟინრო ქსელების მოწყობას: წყალსადენ-კანალიზაცია, ელექტრობა, სუსტ დენიანი სისტემა, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია და ..

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=364569&lang=ge

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5230
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
918
ივლ 02 ოთხ 2025
3206
ივნ 27 პარ 2025
3103
აგვ 12 სამ 2025
3344
ივლ 01 ორშ 2024
6070
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    იან 00
    918
    ნოემ 27 ხუთ 2025
    1235