დღეიდან ქალაქ თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა, ყველა საკონტროლი გამშვები პუნქტი გაუქმებულია და 39 დღიანი შეზღუდვების შემდეგ, მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.
ქალაქ თეთრიწყაროში 25 აპრილს დაფიქსირდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა,ხოლო 26 აპრილს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაიკეტა მუნიციპალური ცენტრი.
გატარებული პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის გახსნასთან დაკავშირებით.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიწია, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამ პროცესებში ჩართულ პირებსა თუ უწყებებს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის ძალებს, პოლიციას, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრს გაწეული დაუღალავი შრომისთვის.” განაცხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა
ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 7 ხოლო კარანტინში 36 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მკურნალობს 5 პაციენტი, თერმოსკრინინგის პროცედურა ჩატარებული აქვს 17 886 პირს, პი-სი-არ ტექნოლოგიით ტესტირება ჩატრებული აქვს ჯამში 872 პირს.
სიახლეები
დღეიდან ქალაქი თეთრიწყარო გაიხსნა
მნახველთა რაოდენობა: 4847
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
იან 00
425
იან 00
813
იან 00
1176
აპრ 16 ხუთ 2026
1348
იან 00
1701
თებ 26 ხუთ 2026
1974
მარ 16 ორშ 2026
2211
იან 00
2036




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა













































