თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ჯორჯიაშვილის და ბოგვის წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
18 მაი 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ჯორჯიაშვილის და ბოგვის წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მდინარე ალგეთის წყლის რესურსის გამოყენებით, ორი სოფლის მოსახლეობის, ჯამში 1500-მდე ბენეფიციარის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სატუმბი სადგური, საქლორატორო ნაგებობა, რეზერვიუარი, ბიოფილტრი და სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი, მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება და წყლის მიყვანა თითოეულ მოსახლემდე.

პროექტის ღირებულება ჯამში 2 700 000 ლარს შეადგენს.სამუშაოებს აწარმოებს „შპს გზა“. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის მიუხედავად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყო და ამ ეტაპზე შეუფერხებლად და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს 9 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.

წინამოსამზადებელ სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4284
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3040
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები