10 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში ,,რუსთავქალაქობა'' აღინიშნა. დილიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.
ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი იყო პავილიონები, სადაც დღესასწაულის სტუმრებს ქართული და სხვა ეროვნული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.
რუსთავქალაქობის დღესასწაულზე დამთვალიერებლების წინაშე წარსდგა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ: ა.ა.ი.პ „კოდის სათემო განათლების ცენტრი“, ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლა” , ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრთან “არსებული ვაჟთა ანსამბლი „ლაგუშედა“ , ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლასთან„ არსებული კარატისთა ჯგუფი „ალგეთი“.
სადღესასწაულო პროგრამა გალა კონცერტით გაგრძელდა, სადაც ადგილობრივი და მოწვეული მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები იღებდნენ მონაწილეობას.
,,რუსთავქალაქობის'' საზეიმო ღონისძიებები გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდა.