მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ქვემო ქართლის გუბერნიის და თვითმმართველობის წარმომადგენლობის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი,ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ -გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი გიორგი ხომერიკი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და გამგეობის სამსახურის უფროსები.
შეხვედრაზე განიხილეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2015 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას არსებული ხარვეზები ,პრობლემები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.შეხვედრაზე განხილული იქნა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულება, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები.