თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დაბა მანგლისში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
31 იან 2020
 

2020 წლის ტურისტულ სეზონს დაბა მანგლისი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

დონორი ორგანიზაციის-გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით სრულად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სველი წერტილები, ველობილიკები. დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, საბავშვო ატრაქციონები, განათება და ა.შ.

პროექტის ღირებულება 173 326 ევროს შეადგენს. პროექტი ხორციელდება,პროგრამის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (kfw) დაფინანსებით, საკონსულტაციო ჯგუფი GFA-ს მიერ. პარკის რეაბილიტაციის პროექტი მომზადებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით. პროექტის დასრულება თებერვლის ბოლომდეა გათვალისწინებული, სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „ჯიემჯი“.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ავთანდილ მჭედლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3928
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები