ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის მიერ, 27 დეკემბერს ქ. თეთრიწყაროში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა და ეთნო - ფოლკლორულმა ბენდმა „შარამ“. საკონცერტო ნაწილის დაწყებამდე, თოვლის პაპამ და ფიფქიამ ქალაქის ქუჩები ფაეტონით შემოიარეს, ბავშვებს ტკბილეული დაურიგეს და მოქალაქეებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის ცენტრში სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეები თავისი დამახასიათებელი ტრადიციებით. სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიღწეული წარმატებებისთვის სპეციალური სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები წლის საუკეთესო სპორტსმენები: შალვა ზურაბაშვილი - მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი მკლავჭიდში, გვანცა სომხიშვილი - საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, სანდრო ჯანგებაშვილი - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო პრიზიორი მკლავჭიდში, საბა ძულიაშვილი - მსოფლიო პრიზიორი მკლავჭიდში, ვახტანგ ექიზაშვილი - საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში, ბექა ქარცივაძე - საქართველოს პრიზიორი კრივში, იესო სამსიანი - რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, როინ გოგაშვილი - საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში, ნიკოლოზ წიკლაური - მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, გიორგი აფციაური - საერთაშორისო ჩემპიონი და პრიზიორი კარატეში, ლევან ჩომახაშვილი- ევროპის პრიზიორი მკლავჭიდში, ლუკა თორაძე - ევროპის პრიზიორი კარატეში და ზვიად მუკვანი - საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოში. საახალწლო ღონისძიება კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის ,,გუდარეხის“ მიერ შესრულებული „მრავალჟამიერის“ ფონზე დასრულდა. კონცერტს ესწრებოდა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ქორიძე ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.
სიახლეები
საახალწლო ღონისძიება 2020
27 დეკ 2019
მნახველთა რაოდენობა: 2745
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
812
სექ 04 ოთხ 2024
253
სექ 02 ორშ 2024
935
აგვ 06 სამ 2024
1186
აგვ 02 პარ 2024
1054
აგვ 02 პარ 2024
238