თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ თეთრიწყაროში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
25 ნოემ 2019
 

ქალაქ თეთრიწყაროში ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რიგით 72- საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში საჯარო და კერძო სექტორის სერვისების კომფორტულ გარემოში მიწოდება. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე და მოწვეული სტუმრები.

საზოგადოებრივი ცენტრი თეთრიწყაროსა და მიმდებარე 21 სოფლისასურეთის, ენაგეთის, შავსაყდრის, ჯორჯიაშვილის, ბოგვის, საღრაშენის, ფარცხისის, ტბისის, ჩხიკვთას, აბელიანის, ირაგას, ივანოვკას, ალექსეევკას, ჭივჭავის, ჯვარას, წინწყაროს, ხაიშის, გოლთეთის, დაღეთის, სამშვილდესა და მაწევანის 21 000-მდე მოსახლეს მოემსახურება. საზოგადოებრივ ცენტრში მომხმარებელს ადგილიდან გაუსვლელად ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, მიიღოს 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისი, მათ შორის, პასპორტი/პირადობის მოწმობა, დაარეგისტრიროს ქორწინება, აიღოს დაბადების მოწმობა, გააკეთოს განცხადება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენაზე, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საარქივო მომსახურება და სხვა. საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრში ხელმისაწვდომიამაგთისადალიბერთი ბანკისმომსახურებაც. თანამედროვე სტანდარტების შენობა თეთრიწყაროში, დიდგორის ქუჩა №8-ში სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. ახალი საზოგადოებრივი ცენტრის შენობა აღჭურვილია სპეციალურად შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსით. ამავე საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებითაც ისარგებლებენ. საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული ძეგლებით, რის გამოც ვიზიტორები მას აქტიურად სტუმრობენ. ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს. ცენტრის როგორც საჯარო, ისე კერძო სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ. თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ცენტრის შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2363
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1372
იან 14 კვ 2024
1906
იან 07 შბ 2023
4235
ოქტ 24 ორშ 2022
3688
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები