თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი თეთრიწყაროში
15 სექ 2019
 

15 სექტემბერს, ქ. თეთრიწყაროში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმი ოფიციალურად გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. "წარსული თუ მხოლოდ წარსულში რჩება ის ნახევრად მკვდარია, მაგრამ მისი გაცოცხლების მომენტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ნგრევის, ომისა და ოკუპაციის შემდეგ გვაძლევს მომავლის რწმენას, რომ კიდევ მრავალი საუკუნე ვიქნებით, ვიარსებებთ, რადგან კიდევ შეგვიძლია ამ ყველაფრის გადარჩენა და დაფასება", - აღნიშნა პრეზიდენტმა. ფორუმის მონაწილეები დალოცა და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ, სიტყვით გამოვიდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად. ფორუმზე სპეციალურ სივრცეებში წარმოდგენილი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ საინფორმაციო მასალები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის და ქვემო ქართლის რეგიონის სხვა თვითმმართველი ერთეულების მიერ, მოეწყო ეთნოგრაფიული მასალების, ტრადიციული რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. ბავშვებმა წარმოადგინეს ხალიჩების ქსოვის, ხატვის, მოზაიკის შექმნის მასატერკლასები, გაიმართა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ფორუმის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო მოხსენებები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის, აგრეთვე სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის სამეცნიერო-არქეოლოგიური კვლევების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები ქვემო ქართლის რეგიონიდან. ფორუმი, ქართული ესტრადის მომღერლის გიორგი სუხიტაშვილის საკონცერტო პროგრამით დასრულდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლში სახლმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, ქვემო ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობების, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ და კომპანია „არ-ემ-ჯის“ მიერ ორგანიზებით. აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ქვეყნის ყველა რეგიონში აღინიშნება. ფორუმს ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე მოადგილეებთან ერთად, ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, სასულიერო პირები, ტურისტული სააგენტოები, ბიზნესსექტორი, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ა.შ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4025
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები