თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარაბდაში 9 ძმა ხერხეულიძის ხსენების დღე აღინიშნა
16 აგვ 2019
 

16 აგვისტო 9 ძმა ხერხეულიძისა და მარაბდის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსენების დღეა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში, დილიდან მღვდელმსახურება შესრულდა, ტაძრის ეზოში, 9 ძმა ხერხეულიძის საფლავთან შეკრებილმა საზოგადოებამ, პატივი მიაგო მარაბდის ბრძოლაში გარდაცვლილ გმირთა ხსოვნას. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა: მალხაზ სამაშვილმა, ბერდია ხვისტანმა და ა.ა.ი.პ. კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა დავით ყაზახაშვილმა, გვირგვინით შეამკეს 9 ძმა ხერხეულიძის საფლავი და მერიის თანამშრომლებთან ერთად, სავედრებელ პარაკლისს დაესწრნენ.

1625 წელს მარაბდის ბრძოლაში, მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: ცხრა ძმა ხერხეულიძე, მათი დედა, და, დავით ჯანდიერი, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები — რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი, საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღედ 16 აგვისტო დააწესა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5176
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები