თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქ. თეთრიწყაროში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
13 აგვ 2019
 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაკვეთით, ქ. თეთრიწყაროში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროექტი ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, საზოგადოებრივი ცენტრის პროექტის მენეჯერი მარიამ ძაგნიძე, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი.

თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ახალ საზოგადოებრივ ცენტრში, მოსახლეობას 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისით, მათ შორის: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით სარგებლობის საშუალება ექნება. ცენტრში ასევე წარმოდგენილი იქნება პრობაციის სამსახური და კერძო კომპანიები „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“ . საზოგადოებრივ ცენტრის კეთილმოწყობილ გარემოში, ხელმისაწვდომი იქნება, თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, საკონფერენციო სივრცე, უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები. ცენტრში დასაქმდებიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც ელექტრონული მმართველობის საშუალებით გასცემენ ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისებს. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3365
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები