თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა
12 აგვ 2019
 

12 აგვისტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე აღინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ საზოგადოებას დიდგორობის დღესასწაული მიულოცეს და სიტყვით მიმართეს.

მამუკა ბახტაძემ, დიდგორის ველზე, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ, სპეციალურ სივრცეებში წარმოდგენილი, ქართული რეწვის და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა დაათვალიერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ორი სამხედრო მოსამსახურე, უწყებრივი მედლებით „დიდგორის ჯვარი“ დააჯილდოვა. დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 898-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება დატვირთული იყო მასობრივი სანახაობებით, გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენები, შესრულდა ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების ნიმუში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ცნობილი ქართველი მომღერლები, ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები. მუსიკალური კომპოზიცია შეასრულეს ყაზახეთიდან სპეციალურად ჩამოსულმა სტუმრებმა, ყივჩაღების შთამომავლებმა, - ფოლკლორულმა ანსამბლმა “ნომად”. გაიმართა ტრადიციული შეჯიბრებები: დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3525
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები