თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
09 აგვ 2019
 

ქალაქ თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია, შენობის ინტერიერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, მათ შორის ამორტიზებული ხის კარ-ფანჯრების შეცვლა, ჭერის რეაბილიტაცია. ამასთანავე, მოეწყობა შესაბამისი სტანდარტების, თანამედროვე საგამოფენო სივრცე.

პროექტი ხორციელდება, ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG)-ის მიერ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროექტის - „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, საგრანტო კონკურსის შედეგად მიღებული გრანტით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით. თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია 11 ათასამდე ექსპონატი, მათ შორის, გვიანი ქვის ხანის (ძვ.წ.აღ VII-IV სს) არქეოლოგიური მასალა, ასევე, ეთნოგრაფიული, ისტორიული მასალები, ნუმიზმატიკური კოლექციები, ხელოვანთა ნამუშევრები და ა.შ.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მიმდინარე სამუშაოებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე გაეცნო. პროექტის საერთო ბიუჯეტია 253,980.82 ლარი, აქედან, აპლიკანტის თანამონაწილეობა 17%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული 2018-2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, განვითარების პროექტების დაფინანსების გზით. სწორედ ასეთ პროექტს წარმოადგენს ქალაქ თეთრიწყაროში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3546
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3045
იან 00
3761
ივლ 02 ოთხ 2025
6239
ივნ 27 პარ 2025
6061
აგვ 12 სამ 2025
6673
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები