თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ჯორჯიაშვილში ახალი საწარმო გაიხსნა
29 ივლ 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში ხორცის ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმო და სწრაფი კვების ობიექტი „ჩება“ გაიხსნა. საწარმოო ობიექტი, თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის (RDFG) თავმჯდომარემ - ვანო გრიგოლაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საწარმო „ჩება“, ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ, მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ პირველი საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტია. სრული ინვესტიცია 262 640 ლარს შეადგენს, აქედან 30% - მეწარმის თანადაფინანსება, ხოლო 70 % - პროექტის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიღებულ გრანტია. სამომავლოდ იგეგმება წარმოების გაფართოება. ობიექტზე 15-მდე ადამიანი დასაქმდება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) წარმატებით დაასრულეს სოფლის განვითარების საგრანტო პროგრამის ორი ფაზა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 65 სოფლის განვითარების პროექტი, რომელთა ღირებულებამაც ჯამში 5 მლნ ლარი შეადგინა (თანხის 35% პროცენტი ბენეფიციართა თანამონაწილეობაა) შერჩეული სოფლის განვითარების პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, დასაქმებულთაგან 40% კი ქალი იქნება. პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ მიზნად ისახავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3526
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3044
იან 00
3761
ივლ 02 ოთხ 2025
6237
ივნ 27 პარ 2025
6060
აგვ 12 სამ 2025
6672
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები