თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ
26 ივლ 2019
 

26 ივლისს, . თეთრიწყაროში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების პროექტების გამოფენა მოაწყო და პირველი საგრანტო კონკურსის აპლიკანტებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა.

ღონისძიებას დაესწრნენ: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი, ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე. სტუმრები გაეცნენ ENPARD პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებს და ბენეფციარებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და აღჭურვილობის გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) წარმატებით დაასრულეს სოფლის განვითარების საგრანტო პროგრამის ორი ფაზა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 65 სოფლის განვითარების პროექტი, რომელთა ღირებულებამაც ჯამში 5 მლნ ლარი შეადგინა (თანხის 35% პროცენტი ბენეფიციართა წვლილმა შეადგენა). შერჩეული სოფლის განვითარების პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, დასაქმებულთაგან 40% კი ქალი იქნება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიევროკავშირის პარტნიორი ასოციაციისსამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2214
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1369
იან 14 კვ 2024
1904
იან 07 შბ 2023
4233
ოქტ 24 ორშ 2022
3684
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები