თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ
26 ივლ 2019
 

26 ივლისს, ქ. თეთრიწყაროში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების პროექტების გამოფენა მოაწყო და პირველი საგრანტო კონკურსის აპლიკანტებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა.

ღონისძიებას დაესწრნენ: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი, ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე. სტუმრები გაეცნენ ENPARD პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებს და ბენეფციარებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და აღჭურვილობის გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) წარმატებით დაასრულეს სოფლის განვითარების საგრანტო პროგრამის ორი ფაზა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 65 სოფლის განვითარების პროექტი, რომელთა ღირებულებამაც ჯამში 5 მლნ ლარი შეადგინა (თანხის 35% პროცენტი ბენეფიციართა წვლილმა შეადგენა). შერჩეული სოფლის განვითარების პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, დასაქმებულთაგან 40% კი ქალი იქნება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3563
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები