თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და თოკების პარკი გაიხსნა
27 ივლ 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, ალგეთის ეროვნულ პარკში, ვიზიტორთა ახალი ცენტრი და შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“ გაიხსნა. ოფიციალური ღონისძიება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა გახსნეს.

ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა, ხოლო თოკების ატრაქციის მოწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KFW) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) თანამშრომლობით განხორციელდა. „ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით და დაცული ტერიტორიების განვითარებით, ჩვენ რეგიონებში ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ვქმნით. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი პოლიტიკა საკონსერვაციო საქმიანობის გაუმჯობესებით და კერძო სექტორის დაინტერესებით, განახორციელოს საინვესტიციო პროექტები, ეკოტურიზმის და დაცული ტერიტორიების განვითარებისკენაა მიმართული.

 ალგეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა. უკვე დაგეგმილია დაშბაშის კანიონზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციის განხორციელება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პარკში თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას. რეგიონში ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო, მეორე მხრივ, უნიკალური ქართული ბუნების და ღირსშესანიშნაობების ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცნობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შოთა რეხვიაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის და ზოგადად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ აღნიშნა და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ტურიზმის სექტორის განვითარების პროცესში, სახელმწიფოს და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერის, კერძო და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ცენტრში მისულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და რეკომენდაციები, როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ. ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოწყობილი შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“, ორ ზონად (საოჯახო და მოზარდებისთვის) არის დაყოფილი, და სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი, KFW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი კლაუს ვიგელი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე ვალერიან მჭედლიძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და სხვა მიწვეული სტუმრები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4433
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3045
იან 00
3761
ივლ 02 ოთხ 2025
6239
ივნ 27 პარ 2025
6061
აგვ 12 სამ 2025
6673
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები