თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 16 სოფელში გარე განათება მოეწყობა
24 ივლ 2019
 

2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: სამღერეთში, სამშვილდეში, დაღეთში, ქსოვრეთში, აბელიანში და პატარა ირაგაში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

თითოეული სოფლისათვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნით გარე განათება მუნიციპალიტეტის 16 სოფელში დამონტაჟდება.

2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 894 000 ლარია გამოყოფილი. თითოეულ დასახლებაში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების, როგორიცაა, მისასვლელი გზების მოწესრიგება, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა და ა.შ. განხორციელება გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 83 დასახლებულ პუნქტში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3184
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები