თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
07 აგვ 2019
 

  ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების შესახებ, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, სოფელ ასურეთში, ენაგეთში და შავსაყდარში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. 
ზაზა ბოხუამ, მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს აგრეთვე, სოფლად მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის განმავლობაში განსახორციელებელი, სასწრაფო-სამედიცინო შენობების მშენებლობის და სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები. 
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების გარდა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქურული პროექტების, ასევე, სოფლის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროექტების და საგრანტო პროგრამების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილზე გაეცნენ სოფლების მოსახლეობის საჭიროებებს, რაც მომავალი წლების სამოქმედო გეგმების პრიორიტეტების შემუშავების ეტაპზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. 
აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, 2019 წლის განმავლობაში 18 749 200 ლარის ღირებულების 129 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს დასახლებებში მისასვლელი და შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების, საჯარო სკოლების შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4097
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები