თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

"დედამიწა ჩემი სახლია"
25 აპრ 2019
 

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე მსოფლიო კამპანიასდედამიწა ჩემი სახლიათეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები გარემოსდაცვითი აქციებით შეუერთდნენ.

კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაასუფთავეს კოდისა და მუხათის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიები, ვასილ ბარნოვისა და 9 აპრილს დაღუპულთა სახელობის სკვერები და მსოფლიო ომში მონაწილეთა ობელისკის ტერიტორია. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაასუფთავეს ფარცხისის ციხის მიმდებარე ტერიტორია.

სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლამ, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ღონისძიება გამართა სახელწოდებით "დედამიწა ჩვენი სახლია". მოსწავლეებმა გარემოსდავცითი ცნობიერების ამაღლების მიზნით სპეციალური საინფორმაციო ბარათები განათავსეს სოფელში და მოაწესრიგეს ჭივჭავის მთავარანგელოზის მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესიის ეზო.

ერტისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეთა თვითმართველობამ მე-10 კლასის მოსწავლის ნოდარ ზაუტაშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელა პროექტი, სახელწოდებით ,,დედამიწის ჩივილი", რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაასუფთავეს სკოლის და ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიები, მოაწესრიგეს სანიაღვრე არხი და ღია სპორტული მოედანი. დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს სოფელ სამღერეთში. სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაასუფთავეს მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის ტერიტორია. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.

სოფლ ქოსალარის სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია  დასუფთავების აქცია გამართეს წინწყაროს საჯაროს სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, რომლის ფარგლებშიც, დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6369
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1701
ივლ 02 ოთხ 2025
4030
ივნ 27 პარ 2025
3943
აგვ 12 სამ 2025
4239
ივლ 01 ორშ 2024
6872
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    იან 00
    1701