7 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ: ქოსალარში, ხაიშში, დიდ და პატარა დურნუკში, ძველ და ახალ მარაბდასა და ქოთიშში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ დასახლების საერთო კრებებს, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მერისმოადგილემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ, ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებსა და საჭიროედა შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში:
სოფელ ქოსალარში მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარე განათების მონტაჟი და შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება,
სოფელ ხაიშში ამბულატორიის შენობას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა,
სოფელ დიდსა და პატარა დურნუკში სოფლამდე მისასვლელ საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია,
სოფელ ძველსა და ახალ მარაბდაში შიდა გზები მოწესრიგდება,
ხოლო სოფელ ქოთიშში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდება.
სოფლის კრებებზე მოსახლეობა თავად წყვეტს რა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათი დასახლებებისთვის.აღსანიშნა