თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დასახლების საერთო კრებები გრძელდება
06 თებ 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები გრძელდება. 6 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ დასახლების საერთო კრებებს, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი ესწრებოდა. 
სამღერეთში მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარე განათების მონტაჟი განხორციელდება, 
იფნარაში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა, ლიპაში სოფლამდე მისასვლელ საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და სასმელი წყლის სისტემების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება, 
სოფელ შიხილოში გარე განათების მონტაჟი, სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზების რეაბილიტაცია, 
სოფელ გოლთეთში სასაფლაოს შემოღობვა დაიგეგმა, 
ხოლო სოფელ წინწყაროში მოსახლეობის გადაწყვეტილებით შიდა გზებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
სოფლის კრებებზე მოსახლეობა თავად წყვეტს რა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათი დასახლებებისთვის.აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4411
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები