თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქ. თეთრიწყაროში და დაბა მანგლისში გზების და ხიდების რეაბილიტაცია
10 ნოემ 2015
 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, ქ. თეთრიწყაროში შიდა გზების და დაბა მანგლისში ხიდების რეაბილიტაციას ახორციელებს.

ქალაქ თეთრიწყაროში მუნიციპალური განვითარების ფონდი თაყაიშვილის, ტაბიძის, თუმანიანის, გიორგი ბრწყინვალეს, კოსტავას, ხერგიანის, თრიალეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი აღნიშნულ ქუჩებზე ითვალისწინებს დაახლოებით 3500 გრძ/მ ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შიდა ქუჩებს რეაბილიტაცია 1980 წლის შემდეგ არ ჩატარებია, რაც საავტომობილო გადაადგილებისას მოსახლეობას სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. ქუჩების რეაბილიტაციის შედეგად გაუმჯობესდება მიმოსვლა და თეთრიწყაროში მცხოვრები 1400 ოჯახი უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს ქალაქის ქუჩებში გადაადგილებას. ამჟამად დასრულებულია თაყაიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია და ერთდროულად მიმდინარეობს ტაბიძის, თუმანიანის, გიორგი ბრწყინვალეს, კოსტავას, ხერგიანის და თრიალეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 
მიმდინარე წლის 5 ნოემბერს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ერეკლე კუხიანძემ ქ. თეთრიწყაროში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ადგილზე დაათვალიერეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გარდა ქუჩების რეაბილიტაციისა, პროექტის ფარგლებში პარალელურად მიმდინარეობდა დაბა მანგლისში 3 წყალგამტარი მილხიდის სარეაბილიტაციო. სამუშაოები ამჟამად დასრულებულია.
ზემოთაღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება 2 379 873,00 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის მაისში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოებზე 20-მდე ადამიანია დასაქმებული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5087
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1887
იან 00
2913
ივლ 02 ოთხ 2025
5366
ივნ 27 პარ 2025
5193
აგვ 12 სამ 2025
5729
 

    2026 სექტემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები
    ივლ 02 ხუთ 2026
    1887