თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კონტრაქტორ კომპანიებთან სამუშაო თათბირი გაიმართა
11 იან 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ნიკოლოზ სულხანიშვილთან ერთად, საზედამხედველო კომპანიის „ოპტიმალ+“ და მშენებელი კომპანიების: „შპს არტიფექსის”, შპს „იბერის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

 გიორგი ქორიძემ პირადად მოისმინა ინფორმაცია კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებისაგან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და სოფელ ჭივჭავში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

 მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახილველად, ყოველკვირეული თათბირი გაიმართება ყველა კონტრაქტორთან (მშენებელთან, პროექტანტთან და ზედამხედველთან).

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ 18.09.2018 გამოაცხადა ტენდერი სოფელ ჭივჭავში საბავშვო ბაღის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა (შესყიდვის ღირებულება 174888 ლარი). ტენდერში გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ „შპს არტიფექსმა” სარეაბილიტაციო სამუშოები ხელშეკრულების მიხედვით 2019 წლის თებერვლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

 შპს „იბერი“ სოფელ ასურეთში რუსთაველის ქუჩის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს (შესყიდვის ღირებულება - 314 000 ლარი), სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 2018 წლის 11 დეკემბერს დაიწყო და 2019 წლის 10 თებერვლამდე დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4752
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები