თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო თეთრიწყაროში
28 დეკ 2018
 

  28 დეკემბერს, ქ. თეთრიწყაროში „მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო მოინახულეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გავაშელმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა თედორაძემ.

ადგილობრივი მეწარმე ზურაბ ბორცვაძე მეფრინველეობას 2011 წლიდან ეწევა და ამ დრომდე მხოლოდ ქათმის საინკუბაციო და სასურსათო კვერცხს აწარმოებდა, პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით, ზურაბ ბორცვაძის მცირე ბიზნესი გაფართოვდება და მეწარმე მეფრინველეობის სხვა პროდუქტების - წიწილის და ხორცის წარმოებასაც შეძლებს. საწარმოში დასაქმდება თეთრიწყაროში მცხოვრები, მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირი ან ეკომიგრანტი.

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, პროგრამის ფარგლებში, მეწარმეს შეუსყიდა 2 დასახელების ინკუბატორი, გენერატორი, საწარმოო მაცივარი, ავზი და სხვა. სახელმწიფო დახმარების ჯამურმა ღირებულებამ 9 795 ლარი შეადგინა.

მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დევნილების მიერ მართული სამეწარმეო საქმიანობა, რათა გაიზარდოს საწარმოების ბრუნვა და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. დაფინანსების მისაღებად ერთ-ერთ აუცილებელ პირობას დევნილების ან ეკომიგრანტების დასაქმება წარმოადგენს. 

პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის განმავლობაში 20 დევნილმა მეწარმემ მიიღო 5000 -დან 10 000 -მდე დაფინანსება.

მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერა EPIC პროგრამის ფარგლებში, ფერმანიის ფედერალური მთავრობის და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2857
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1372
იან 14 კვ 2024
1907
იან 07 შბ 2023
4237
ოქტ 24 ორშ 2022
3689
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები