თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2017-2018 წლის კონკურსის გამარჯვებულია
19 დეკ 2018
 

 საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციაზე,კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები გამოავლინა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა საუკეთესო პრაქტიკის კონკურსზე 2 განაცხადი წარადგინა: 1) თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში, რომელიც 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე კავკასია“ ინიციატივით, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან პარტნიორობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად განხორციელდა ქალაქის თანამონაწილეობითი დაგეგმვის პროცესი და შემუშავდა საპროექტო წინადადება „სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაცია ქ.თეთრიწყაროს ცენტრალურ უბანში“. 2) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის შერჩევა არჩევითობის პრინციპით, რაც გულისხმობს საბჭოს შემადგენლობაში, მუნიციპალიტეტის თითოეული დასახლებიდან, მოსახლეობის მიერ, შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული კანდიდატის წარდგენას. 

აღნიშნული პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით, საუკეთესოდ, თეთრიწყაროს, წყალტუბოს, გორის, ოზურგეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების პროექტები დასახელდა. თემაზე - „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა”, საუკეთესოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი გამოვლინდა. ხოლო გენდერული თანასწორობის საკითხებში - წყალტუბოსა და ლაგოდეხის მიერ განხორციელებული პროექტები.

გამარჯვებული მუნიციპალიტეტების პირველ პირებს ჯილდოები ევროკავშირის წარმომადგენელთან - ვინსენტ რეისთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ - ზაზა გაბუნიამ გადასცეს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) - ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. კონკურსში ოცდაოთხმა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც გენდერული თანასწორობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემატიკაზე 35 პროექტი წარმოადგინეს.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3261
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1392
იან 14 კვ 2024
1920
იან 07 შბ 2023
4249
ოქტ 24 ორშ 2022
3703
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები