თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიწყო საპროექტო წინადადებების მიღება
04 იან 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიწყო საპროექტო წინადადებების მიღება.

ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ა.შ.) შეუძლია გადმოიწეროს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდიდან  საპროექტო წინადადებების ფორმა (იხ.დანართი/ბმული), ან მიიღოს ადგილზე მერის წარმომადგენლისაგან და ის შევსებული სახით წარმოადგინონ მერიაში, ან საკუთარი იდეა/წინადადება ზეპირი სახით აუხსნან მერიის უფლებამოსილ პირებს (მ.შ. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს), რომლებიც დაეხმარებიან მათ ფორმის შევსებაში.

ასევე შესაძლებელია , მოქალაქემ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გადააგზავნოს მერიაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - meria@tetritskaro.gov.ge

აგრეთვე შესაძლებელია, მოქალაქე დაუკავშირდეს მერიის უფლებამოსილ პირს/სამსახურს კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (მაგ, ტელეფონით) და აუხსნას მას საკუთარი პროექტის იდეა. კომუნიკაციის შედეგად შეთანხმების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი თავად შეავსებს საპროექტო განაცხადს და პროექტის ავტორის გრაფაში მიუთითებს იდეის ავტორის მონაცემებს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხებზე მოსახლეობასთან ურთიერთობაზე და საპროექტო წინადადებების მიღებაზე უფლებამოსილი პირები არიან:

ნატო ალთუნაშვილი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი

T: 591 653 688

ელ-ფოსტა:  tetritskaroinfra@gmail.com

ნათია ებრალიძე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

T: 598 65 61 61

ელ-ფოსტა: natiaebralidze1995@gmail.com

საპროექტო წინადადების ფორმა .docx

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4308
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები