თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ტური
05 ნოემ 2018
 

  4 ნოემბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლაში, მუნიციპალური თამაშებები გაიმართა კალათბურთში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში.

თამაშებში ჩართული იყო მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლის (დაბა მანგლისის №1; ქ. თეთრიწყაროს №1; სოფ. კოდის, სოფ. ასურეთის, სოფ. წინწყაროს, სოფ. ერტისის, სოფ. ხაიშის, სოფ. თონეთის) 14 გუნდი.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: კალათბურთი (გოგონები) - პირველი ადგილი დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი ქ.თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლა; კალათბურთი (ვაჟები) - პირველი ადგილი დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი სოფ. წინწყაროს საჯარო სკოლა; მესამე ადგილი სოფ. ასურეთის საჯარო სკოლა; ფრენბურთი (გოგონები) - პირველი ადგილი ქ. თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი სოფ. ხაიშის საჯარო სკოლა; ფრენბურთი (ვაჟები) - პირველი ადგილი სოფ. ერტისის საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი სოფ. კოდის საჯარო სკოლა; მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები) - პირველი ადგილი დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი სოფ. თონეთის საჯარო სკოლა; მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები) - პირველი ადგილი სოფ. წინწყაროს საჯარო სკოლის გუნდი; მეორე ადგილი დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლა; შეჯიბრების გამარჯვებულები ღონისძიების ორგანიზატორებმა სიგელებით დააჯილდოვეს. გამარჯვებულები ასპარეზობას რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებენ. სპორტულ თამაშებს ესწრებოდნენ: მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ფატიმა შავაძე, ააიპ სპორტული სკოლის დირექტორი ზურაბ ბაბლუანი, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6074
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები