თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პირველი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი თეთრიწყაროში
31 ოქტ 2018
 

  ქ. თეთრიწყაროს მომავალ წელს კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატება. მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ქ. თეთრიწყაროში თამარ მეფის ქ. N38-ში მდებარე, ყოფილი სავაჭრო ცენტრის შენობაში, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მოსაწყობად, პროექტი მზადდება.
შენობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ჩაუტარდება რეაბილიტაცია და განთავსდება სხვადასხვა სივრცეები: ტურისტული მომსახურების ცენტრი, საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, კაფე, საოფისე და კომერციული ფართები, სარიტუალო დარბაზი და სხვადასხვა საჭიროების ადმინისტრაციული სერვისები.
მუნიციპალიტეტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული მომსახურების ცენტრის ფუნქციონირება, რომლის ძირითადი დანიშნულება იქნება საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტების სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორგანიზებული ტურების დაგეგმვას, ტურისტების რაოდენობის ზრდას და თეთრიწყაროს, როგორც ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაციას. ამასთანავე, შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტში ტურისტული ნაკადების ზრდის სტატისტიკის წარმოება და ტურიზმის სფეროს განვითარების ტენდენციების დადგენა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქის ცენტრალური ნაწილის იერსახის და მიმზიდველობის გაუმჯობესებას, ტურიზმის განვითარებას და მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას. ფუნქციადაკარგული შენობა კი ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4525
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6756
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები