თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ მაწევანში გზის მოასფალტება მიმდინარეობს
05 ოქტ 2018
 

  სოფელ მაწევნამდე მისასვლელი, 3,2 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზაზე უკვე მოეწყო ასფალტის პირველი ფენა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა სრულად იყო ამორტიზირებული და მისი მოწესრიგება სოფლის მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2019 წლის 2 იანვარს. შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებს 375 პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ეზოებთან მისასვლელების მოასფალტებაც. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეუგრუპი“ პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება - 771 724 ლარი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4521
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები