თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ გრძელდება
25 სექ 2018
 

  2018 წლის სექტემბრიდან კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი განაგრძობს პროექტს „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ მე-6 ფაზის განხორციელებას. პროგრამა ინიცირებულია და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიების მიერ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა და მოისმინა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში 2012-2018 წლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ საქმიანობების შესახებ.

პროექტის მიზანია, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე თემების განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტის მოქმედების არეალი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 14 სოფელს მოიცავს. დაგეგმილი საქმიანობები ითვალისწინებს სოციალური ჯგუფების მდგრადი ფორმების განვითარებას, სოფლის ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას, მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4689
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები