თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

WASH საკითხების განხილვა
25 სექ 2018
 

  სასმელი წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრისათვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN). WASH საკითხების (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) მოგვარების მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან განხორციელდება ერთობლივი საპილოტე პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლაში და სოფელ წინწყაროს საბავშვო ბაღში: შეიცვლება სასმელი წყლის ავზები და დამონტაჟდება ფილტრები, შემოიღობება გოლთეთის სკოლის ტერიტორია. სამომავლო გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე CENN-ის პროექტის „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჩამოყალიბდა თეთრიწყაროს WASH საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შედიან ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. საბჭო სამომავლოდ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს WASH საკითხების მოგვარებაში და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5146
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები