თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პირველი საგრანტო კონკურსის შედეგების განხილვა
20 სექ 2018
 

  20 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) საერთო კრების შეხვედრაზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ფარგლებში, ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ და თეთრიწყაროს ლაგის წევრებმა პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. 
შეხვედრის განმავლობაში მოხდა საგრანტო კონკურსის პროცესების მიმოხილვა, კონკურსის საბოლოო შედეგების კენჭისყრა და დამტკიცება. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილი მეორე საგრანტო კონკურსის გამოცხადების პერიოდი და პირობები. შეხვედრას ესწრებოდნენ RDFG-ის წარმომადგენლები, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. 
აღნიშნული პროექტის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფიქსირდა 264 იდეა და წარდგენილ იქნა 127 საპროექტო განაცხადი, აქედან სრული საპროექტო განაცხადით კონკურსში მონაწილეობას იღებდა 69 პროექტი. საბოლოო ეტაპზე შეფასების კომისიის წინაშე წარდგა 37 აპლიკანტი, ხოლო შეხვედრაზე კენჭისყრის შედეგად საბოლოოდ მხარდაჭერილ იქნა 37 პროექტი. 
საგრანტო კონკურსის მიზანია, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული, თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიით დასახულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონისა და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული სტრატეგიიდან გამომდინარე, გრანტები გაიცემა სტრატეგიით დასახული პრიორიტეტების მისაღწევად.
პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
პროექტის პარტნიორები არიან: აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4618
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6756
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები