თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოების განხილვა
12 სექ 2018
 

  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შიდასამეურნეო ქსელის მოწესრიგების მიზნით დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების განსახილველად, 12 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ქორიძეს რეგიონალური ექსპერტთან გევორგ მიჩიკიანთან ერთად, ამავე პროექტის წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ქაჯაია და წარმომადგენლები: თამაზ კერესელიძე და ლადო შონია შეხვდნენ.

მიმდინარე წელს „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, დასრულდა ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის ძირითადი/მაგისტრალური სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, ხოლო ამჟამად იგეგმება შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოების განხორციელება, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის 20 სოფელს: ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი, ასურეთი, ბორბალო, ღოუბანი, ვაშლოვანი, ერტისი, მუხათი, კოდა, ძველი მარაბდა, ახალი მარაბდა, ქოთიში, ხაიში, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი და ქოსალარი.

 წყალმომხმარებელთა ჯგუფის წევრებმა დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსაც. პროექტის ფარგლებში შექმნილი ტექნიკური ჯგუფი კონსულტაციას გაუწევს საირიგაციო სისტემის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული სოფლების წყალმომხმარებლებს. მოსახლეობის ინფორმირების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამომავლოდ დაგეგმილია შეხვედრები მუნიციპალიტეტის ზემოაღნიშნულ დასახლებებში. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: შპს საქართველოს მელიორაციის ქვემო ქართლის რეგიონალური დირექტორი დავით კიკოლაშვილი და მოადგილე ნოდარ ბიჭიაშვილი, მერიის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ვალერიან სუხიტაშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5450
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6757
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები